12:18 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-14 16:14:13, 3034 ნახვა

სპორტი
უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილს და მმართველ გუნდს სამი წინადადებით მიმართავს

შენების მოძრაობის ლიდერი დავით უსუფაშვილი მმართველ გუნდსა და ბიძინა ივანიშვილს 3 რჩევას აძლევს, რომლის მიხედვითაც  მისი თქმით, ქვეყანა ბევრ მტკივნეულ საკითხზე თავიდან აირიდებს დანაკარგებს. ამის შესახებ უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

 უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა უნდა იტვირთოს პრემიერ-მინისტრობა, როგორც ამას მოითხოვს საპარლამენტო დემოკრატია და რა ვალდებულებაც მან აიღო ქართველი ხალხის წინაშე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ა

მით ის მაინც უნდა მოხერხდეს, რომ ქვეყანა ნაკლები დანაკარგებით მივიდეს არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლამდე. სხვა შემთხვევაში მმართველი გუნდის პოლიტიკური კრიზისი გადაიზრდება მასშტაბურ სახელისუფლებო კრიზისში, რაც მძიმედ დაარტყამს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას და ქვეყნის უსაფრთხოებას.

მისივე თქმით, სუს-მა უნდა შეწყვიტოს პოლიტიკური პროცესების მართვა და სახელმწიფო ორგანოების ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღება, მათი კონსტიტუციური უფლებამოსილების უხეში შელახვით. სხვა შემთხვევაში ქვეყნის პოლიტიკური და მმართველობითი სისტემა კვლავ პარალიზებული დარჩება.  

დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ უახლოესი საპარლამენტო არჩევნებისთვის დაუყოვნებლივ უნდა იქნეს შემოღებული პროპორციული სისტემა, რათა გაჩნდეს საზოგადოების განწყობების სახელისუფლებო სისტემაში ადეკვატურად ასახვის იმედი და პოლიტიკური პროცესებიც ცივილიზებული გზით წარიმართოს.

მისი თქმით, სხვა შემთხვევაში პრაქტიკულად გარდაუვალია მორიგი რევოლუციური ვითარების მომწიფება, თანამდევი დამანგრეველი შედეგებით.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics