21:56 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-30 15:54:35, 911 ნახვა

სამხედრო
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი 2 წლის იუბილეს აღნიშნავს

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) დაარსებიდან ორი წლის იუბილეს აღნიშნავს.

საზეიმო ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, უწყების მაღალჩინოსნები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

ცენტრის პირად შემადგენლობასა და მოწვეულ სტუმრებს იუბილე ლევან იზორიამ პირადად მიულოცა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ყოველდღიური მზადყოფნითა და საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლებით ვუახლოვდებით ნატოს, რაც იძლევა შესაძლებლობას ახლო მომავალში საქართველო გახდეს იმ ალიანსის ერთ-ერთი სრულფასოვანი წევრი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ღირებულებების და პრინციპების დაცვას. ლევან იზორიას განმარტებით, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში ჩართულ ყველა სამხედრო მოსამსახურეს ხელფასები გაეზრდება.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა თითოეულ ჯარისკაცს თავდადებული შრომისთვის და JTEC-ის სამხედრო მოსამსახურეები საშტატო იარაღით, ხოლო ცენტრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ვიცე-პოლკოვნიკი მარიუს ნილსენსი მედლით „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ დააჯილდოვა.

საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით ნატოს მრჩეველთა ჯგუფის უფროსის გადაბარების ცერემონიაც გაიმართა და სამხედრო მოსამსახურეებს სერთიფიკატები გადაეცათ.

საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა JTEC-ის შტაბის ახალი შენობა საზეიმოდ გახსნეს.

ნატო-საქართველოს წვრთნების და შეფასების ერთობლივი ცენტრი 2014 წელს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებულ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში შეიქმნა. JTEC საქართველოს, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალებისათვის თანამედროვე სასწავლო შესაძლებლობებს უზრუნველყოფს.

2019 წლისთვის JTEC ყველა დონის საველე სიმულაციურ და ვირტუალურ სწავლებას როგორც სარდლობისა და ბრიგადებისათვის, ასევე ბატალიონის, ასეულისა და ოცეულისათვის უზრუნველყოფს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics