|
2018-05-22 10:54:04, 836 ნახვა
სამხედრო
აშშ-ში ვიზიტი ლევან იზორიამ თავდაცვის დეპარტამენტში შეხვედრებით დაიწყო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილესთან გამართა. ლევან იზორიამ და ჯონ რუდმა შეხვედრაზე აღჭურვილობისა და შეიარაღების შესყიდვის საკითხები განიხილეს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯაველინების შესყიდვის შემდეგ, თანამშრომლობის და შესყიდვების დინამიკა მომავალშიც გაგრძელდება, რაც წელს პირველად თავდაცვის უწყებაში გამოქვეყნებული გრძელვადიანი შესყიდვების სტრატეგიის შესაბამისად მოხდება. ლევან იზორიას განცხადებით, აქცენტი ძირითადად მცირე ზომის ტაქტიკური ქვედანაყოფების შეიარაღებაზე გაკეთდება. თავდაცვის დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული მტკიცე და პრინციპული რეფორმების მხარდაჭერა. აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის შემდეგ ლევან იზორიამ შეხვედრა ამერიკის ეროვნული გვარდიის ბიუროს უფროსის მოადგილესთან გენერალ-ლეიტენანტ დანიელ ჰოკენსონთან გამართა. მოგვიანებით საქართველოს თავდაცვის მინისტრი არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე გაემგზავრა, სადაც გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილის საფლავი მის ვაჟთან ბრეტ შალიკაშვილთან ერთად გვირგვინით შეამკო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)