20:24 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-30 12:42:46, 806 ნახვა

სამხედრო
შეიარაღებული ძალების დღე მშვიდობისმყოფელების მილოცვით დაიწყო

დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალები დაარსებიდან 27 წლის იუბილეს ზეიმობს. ქართული არმიის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების აღნიშვნა თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან დაიწყო.

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ შეიარაღებული ძალების მთავარ სერჟანტთან, მთავარ სერჟანტ კობა ცირეკიძესთან ერთად ვიდეოკონფერენციის საშუალებით ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე საერთაშორისო მისიებში მყოფ ქართველ მშვიდობისმყოფელებს პროფესიული დღე მიულოცეს და ქვეყნის წინაშე აღებული ვალდებულებების მაღალ დონეზე შესრულებისთვის, ქვეყნის თავისუფლების დაცვისთვის მადლობა გადაუხადეს.

თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება საერთაშორისო ოპერაციებში ქართველი მშვიდობისმყოფელების პროფესიონალიზმსა და გამბედაობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სწორედ მათი შემწეობით საქართველო სტრატეგიული მოკავშირეებისთვის ერთ-ერთი ღირსეული პარტნიორი გახდა.

მართვის ცენტრიდან ჩართვა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ოთხ ლოკაციასა და აფრიკის კონტინენტის ორ ქვეყანაში - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში განხორციელდა. ამჟამად, ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში, ქაბულში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენლობა და სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერთა ბატალიონის ნაკრები ასეული ჩართული. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საერთაშორისო მისიას III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ასრულებს, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ კი - IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეული. აფრიკის კონტინენტზე ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალები ორ ქვეყანაში - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიშია წარმოდგენილი. ამჟამად, ცარ-ში სამხედრო-საწვრთნელ მისიას EUTM RCA ეროვნული გვარდიის ქვეითი ოცეული ასრულებს, მალიში კი საქართველო ერთი ოფიცრითაა წარმოდგენილი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics