06:07 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-25 10:58:12, 917 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო სარეზერვო სისტემის ახალი კონცეფცია წარადგინა

თავდაცვის სამინისტრომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სამხედრო  სარეზერვო სისტემის ახალი კონცეფცია წარადგინა.

პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,  მოქმედი მობილიზაციის სისტემა გარდაქმნას საჭიროებს.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, სამობილიზაციო რეზერვთან ერთად, ახალი კონცეფციის მიხედვით აქტიური რეზერვის სამი სხვადასხვა სახეა გათვალისწინებული - ნებაყოფლობითი, საკონტრაქტო და ანაზღაურებადი.

„თავდაცვის სამინისტროს გამოაქვს სარეზერვო სისტემის ახალი კონცეფცია. ერთი რამ ცხადია, უახლესმა ისტორიამაც ნათლად აჩვენა, რომ მოქმედი რეზერვის და მობილიზაციის სისტემა საჭიროებს სერიოზულ გარდაქმნას და დახვეწას და ძლიერი სარეზერვო სისტემა, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი კონცეფცია, რომელიც არის შემუშავებული, ტოტალურ თავდაცვაში საქართველოს მოქალაქეების ჩართულობას და სამობილიზაციო რესურსის ოპტიმალურად გამოყენებას ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სამობილიზაციო რეზერვთან ერთად აქტიური რეზერვის სამი სხვადასხვა სახე არის გათვალისწინებული ახალი კონცეფციის მიხედვით, ეს არის - ნებაყოფლობითი, საკონტრაქტო და ანაზღაურებადი. ჩვენ ეს სისტემა საშუალებას გვაძლევს, რომ საქართველოს მოქალაქემ თავისი ადგილი ამ სისტემაში ისე მოძებნოს, რომ ის არ მოწყდეს სამოქალაქო აქტივობას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი.  მინდა, მადლობა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროს და პირადად მინისტრს, ლევან იზორიას გაწეული სამუშაოსთვის.  დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო განხილვები, რომელიც დღევანდელი დღიდან დაიწყება იქნება ძალიან პროდუქტიული. დარწმუნებული ვარ, პარლამენტის გარდა ჩაერთვებიან, ასევე, ამ მიმართულების ექსპერტები ამ განხილვაში და, შედეგად, ჩვენ მივიღებთ იმ სისტემას, რომელიც იქნება დაბალანსებული, სწორი და იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია”,-განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics