01:33 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 17:50:46, 700 ნახვა

Lifestyle
სოლიდარობის ფონდმა 97 ბავშვის დაფინანსება შეძლო 2 მილიონ 600 ათასი ლარით

სოლიდარობის ფონდმა 97 ბავშვის დაფინანსება შეძლო 2 მილიონ 600 ათასი ლარით. - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე ავრცელებს.

"ბოლო მონაცემებით უკლვე 97 ბავშვის დაფინანსება შევძელით 2 მილიონ 600 ათასი ლარით.აქედან 57 ბავშვს დიაგნოსტიკა და მკურნალობა საქართველოში დაუფინანსდა, ხოლო 40 შემთხვევაში საზღვარგარეთ . დღეისათვის ფონდში ყოველთვიურად 275 000 ლარის მობილიზება ხდება. თუკი აღნიშნული თანხა 400 000 ლარამდე გაიზრდება - ჩვენ ერთად ხელმისაწვდომს გავხდით ონკოლოგიური დაავადებების მქონე 100 პაციენტისათვის ძვირადღირებულ მედიკამენტს (მაბტერას); ყოველთვიურად 600 000 ლარით ჩვენ შევძლებთ სარძევე ჯირკვლის სიმსივნით დაავადებული 250 ქალბატონისათვის გავანახევროთ კიდევ ერთი ძვირადღირებული პრეპარატის (ჰერცეპტინის) ღირებულება; 800 000 ლარამდე დონაციები კი მოგცემს საშუალებას, რომ დავაფინანსოთ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია 22 წლის ასაკზე უფროსი პაციენტებისათვის ქვეყნის მასშტაბით. მადლობა ყველა იმ საჯარო მოხელეს ვინც თუნდაც 1 ლარს რიცხავს ამ ფონდში და დიდი მადლობა ბიზნეს, რომელიც ამ ფონდის პარტნიორია. - წერს ნინო კობახიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics