2017-09-02 03:28:06, 1247 ნახვა
სამხედრო
მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2017 იწყება
3 სექტემბერს ახალციხეში, ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2017-ის გახსნის ცერემონიალი გაიმართება.
Agile Spirit 2017-ის ოფიციალურად გახსნას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრებიან.
მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2017 საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითების ორგანიზებით გაიმართება. სამხედრო სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა-თავდაცვით ოპერაციებს ემყარება.
(NS)
ავტორი: ,