16:55 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-17 14:17:15, 627 ნახვა

სამხედრო
მეორე ქვეითი ბრიგადის ბატალიონმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გეგმიურ სწავლებაში მონაწილეობა მიიღი

ავღანეთში, ბაგრამის საავიაცო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის „ბრავო" ასეულმა დაზვერვისა და გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეულებთან ერთად გეგმიურ სწავლებაში მიიღო მონაწილეობა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ შემუშავებული გეგმით განხორციელდა და მის მიზანს ჩხრეკის დროს საკონტროლო გამშვებ პუნქტზე თვითმკვლელის აფეთქების შედეგად დაშავებულთა ევაკუაცია წარმოადგენდა.

უწყების ინფორმაციით, 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები პირობითად დაშავებულის ევაკუაციის, სწრაფი რეაგირების და უსაფრთხოების სხვა ელემენტების შესრულებაში ვარჯიშობენ.

 წვრთნები პერმანენტული ხასიათისაა და სამხედრო უნარ-ჩვევების კიდევ უფრო დახვეწას ისახავს მიზნად.

II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიას აპრილის თვიდან ასრულებს.

ბატალიონის ამოცანას ბაგრამის საავიაციო ბაზის შიდა და გარე პერიმეტრის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
აშშ და ირანი მოლაპარაკებების განახლებასა და გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კოდაში, ურთიერთშელაპარაკებისას, შსს-ს თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics