19:07 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-26 11:36:59, 727 ნახვა

სამხედრო
სერჟანტთა მომზადების ცენტრში დრილ სერჟანტის კურსი გაიხსნა

პირველად საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აშშ-ის ანალოგი - დრილ სერჟანტის კურსი დაიწყო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სასწავლო პროგრამა წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდაჭერით, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში იმართება.  

უწყების ინფორმაციით, უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის კურსის მიზანი მაღალკვალიფიციური დრილ სერჟანტების მომზადებაა.

 დრილ სერჟანტების მთავარი ამოცანა საქართველოს შეიარაღებული ძალების რეკრუტთა პირადი შემადგენლობის გაწვრთნა და პროფესიონალ სამხედრო მოსამსახურეებად ჩამოყალიბება იქნება.

აღნიშნული კურსი, საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროს სერჟანტთა შემადგენლობისათვის  პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს.

დრილ სერჟანტთა კურსზე 9 მსმენელი ჩაირიცხა. თავდაპირველად კანდიდატებს ფიზიკური და გონებრივი ტესტირება ჩაუტარდათ.

აღნიშნულ სწავლებაში მხოლოდ ის სამხედრო მოსამსახურეები ჩაირიცხნენ, ვინც რეიტინგის მიხედვით ყველაზე მაღალი ქულები დააგროვეს. 5-კვირიან სასწავლო პროგრამაში მონაწილე პირადი შემადგენლობა თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს საკლასო და საველე პირობებში გაივლის.

სამხედროები საცეცხლე და სამედიცინო მომზადებას, კავშირგაბმულობას, სხვადასხვა  სახის დაბრკოლებათა ზოლის გადალახვასა და სხვა კომპონენტებში მომზადდებიან.  

კურსის მსმენელებს აშშ-ში დრილ სერჟანტთა აკადემიის „ფორტ ჯექსონის“ აკადემიის კურსდამთავრებული ქართველი ინსტრუქტორები ამზადებენ.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics