19:05 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-16 21:48:43, 766 ნახვა

სამხედრო
ევროპის მოედანზე ქართული და ბრიტანული სამხედრო ორკესტრების კონცერტი გაიმართა

ევროპის მოედანზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებლმა ორკესტრმა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს არმიის ბენდმა -„The Salamanca Band & Bugles of The Rifles“ მუსიკალური წარმოდგენა გამართეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების დასაწყისში, ბრიტანული ბენდის წევრებმა მეტეხის ხიდზე მუსიკალური კომპოზიციების თანხლებით, მარშირება მოაწყვეს.

წარმოდგენის შემდეგ კი, ქართულმა და ბრიტანულმა ორკესტრებმა სამხედრო მარშები, ასევე თანამედროვე მუსიკის შედევრები შეასრულეს.

უწყების ინფორმაციით, ერთობლივი კონცერტი მიზნად ქართველ და ბრიტანელ ხალხთა შორის კულტურათა დიალოგის პროცესის გაძლიერებასა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს.

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრისა და „The Salamanca Band & Bugles of The Rifles“-ის ერთობლივი კონცერტი საქართველოში უკვე მეორედ გაიმართა.

საჩვენებელ მუსიკალურ წარმოდგენას ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოში დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების სამხედრო ატაშე, ვიცე–პოლკოვნიკი დევიდ ეთელი, ასევე თავდაცვის უწყებისა და საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics