17:20 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-13 18:24:48, 537 ნახვა

სამხედრო
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ასეულმა მაზარ-ი-შარიფში გეგმიური პატრულირება განახორციელა

ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა  ასეულმა მაზარ-ი-შარიფში გეგმიური პატრულირება განახორციელა.

ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა სამოქმედო არეალში  უსაფრთხოების კონტროლის მიზნით სათვალთვალო პუნქტები დაიკავეს.  პატრულირება ქალაქ მაზარ-ი-შარიფსა და მის შემოგარენში გერმანიის შეიარაღებული ძალების დაჯავშნული სამხედრო მანქანებით ტერიტორიის რეკოგნოსცირებას მოიცავდა. 

მოტორიზებული პატრულის ამოცანაა საჭიროების შემთხვევაში კოალიციურ ძალებს მხარდაჭერა და დახმარება გაუწიოს, ოპერაციის რაიონში  ძალთა დემონსტრირება მოახდინოს და  მოწინააღმდეგის თავისუფალი გადაადგილება აღკვეთოს, ასევე  თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენების და ბაზის მიმართულებით არაპირდაპირი ცეცხლის გახსნის საფრთხე შეამციროს.

I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული სამშვიდობო მისიას მაზარ-ი-შარიფის ბაზა „მარმალზე“ 2017 წლის იანვრიდან ასრულებს. ასეულის უმთავრეს ამოცანას სამოქმედო არეალში პატრულირება წარმოადგენს.

(NS)
 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
აშშ და ირანი მოლაპარაკებების განახლებასა და გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კოდაში, ურთიერთშელაპარაკებისას, შსს-ს თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics