2017-01-06 14:38:21, 1518 ნახვა
კომენტარი Lifestyle
გერსამია: სამეურვეო საბჭოს მესიჯი - იმდენსაც არ იხდით, რომ მუსიკა თავად შეუკვეთოთო
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების პროფესორი მარიამ გერსამია, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოსტზე ვასილ მაღლაფერიძის არჩევას გამოეხმაურა.
მარიამ გერსამია საზმაუს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას Facebook-ის საკუთარ გვერდზე აფასებს.
"ჩვენს მიერ დაფინანსებული ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს მესიჯი: "იმდენსაც არ იხდით, რომ მუსიკა თავად შეუკვეთოთო. ხოდა, მაყურებლის ტაში არ მესმის"", - წერს გერსამია.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან