09:00 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-21 15:47:49, 700 ნახვა

სამხედრო
სომხეთის თავდაცვის მინსტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა ვიგენ სარგსიანმა გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა. დღესვე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას შეხვდა.

საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის თავდაცვის მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასაც (DIB) ეწვევა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან სომხეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ დისკუსიას გამართავს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics