11:27 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-01 11:15:24, 1350 ნახვა

სამხედრო
სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შტაბში თანამდებობებზე აღადგინეს

სერგო ნინუა  და გიორგი ცაბაძე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შტაბში თანამდებობებზე აღადგინეს. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების, ვიცე-პოლკოვნიკების - სერგო ნინუასა და გიორგი ცაბაძის მოთხოვნით, თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში 16 ნოემბერს დაწყებული მოკვლევა დასრულდა.

მოკვლევის შედეგად ირკვევა, რომ მედიაში გაჟღერებული ბრალდება, რომლის მიხედვითაც სამხედრო მოსამსახურეები 2012 წლის არჩევნების წინ ძალისმიერი მეთოდებით ერეოდნენ პოლიტიკურ პროცესებში, არ დასტურდება.

„მოკვლევისას გამოიკითხნენ მედიაში გაჟღერებული ფაქტების მონაწილე პირები: „ინფო-9“-ის ოპერატორი, იმ ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც 2012 წელს ვიცე-პოლკოვნიკები სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე მეთაურობდნენ და თავად ხსენებული ოფიცრები. გამოკითხულთაგან არც ერთმა დაადასტურა მედიაში, კონკრეტული პირის მიერ გავრცელებული ბრალდება.

შესაბამისად, ვიცე-პოლკოვნიკი სერგო ნინუა აღდგენილია საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციის და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, გიორგი ცაბაძე კი - ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე“,-ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics