2015-03-19 18:13:38, 658 ნახვა
ეკონომიკა
ლარი გაუფასურებას განაგრძობს
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა.
ოფიციალური კურსით, ხვალ, 1 დოლარი 2.22 ლარი იქნება. დღეს კი, მისი შეძენა 2.20 ლარად არის შესაძლებელი.
რაც შეეხება ევროს, ხვალ 1 ევროს ღირებულება 2.37 ლარი იქნება. დღეს კი, 1 ევრო 2.33 ლარია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან