2015-03-19 15:37:54, 752 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა, ლარის კურსის ცვალებადობას არ გამოიწვევს
"ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა, ლარის კურსის ცვალებადობას არ გამოიწვევს",-ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
"საქართველოს ბიუჯეტს ლარის კურსზე დაწოლა არ ექნება. ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა კურსის ცვალებადობას არ გამოიწვევს",-განაცხადა ნოდარ ხადურმა.
რაც შეეხება გასულ თვეს ეკონომიკურ აქტივობას, ხადურის თქმით, თებერვალში საკმაოდ საინტერესო ეკონომიკური აქტივობა იყო.
"დანარჩენი ვნახოთ",-აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან