2015-03-18 17:01:25, 689 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარის ღირებულებამ 2,20 ლარს გადააჭარბა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით კვლავ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, ხვალ 1 დოლარის შეძენა 2.2005 ლარად იქნება შესაძლებელი. დღეს კი, 1 დოლარი 2.1939 ლარი ღირს.
რაც შეეხება ევროს, ხვალ 1 ევრო 2.3380 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.3293 ლარად არის შესაძლებელი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან