11:04 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-17 19:31:25, 1110 ნახვა

კომენტარი Lifestyle
კობახიძე: ვულოცავ იუსტიციის სამინისტროს და ყველას, ვინც იმუშავა მერაბიშვილის საქმეზე

ვულოცავ იუსტიციის სამინისტროს და ყველა იმ პირს, ვინც იმუშავა მერაბიშვილის საქმეზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მერაბიშვილის წინააღმდეგ საჩივრის დაკმაყოფილება, ეს სახელმწიფოს პრინციპული პოზიციის და თავდაუზოგავი შრომის შედეგია.

"ვულოცავ იუსტიციის სამინისტროს და ყველა იმ პირს, ვინც იმუშავა მერაბიშვილის საქმეზე, სახელმწიფოს მხრიდან წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებას და დიდ პალატაში საქმის განსახილველად გადაგზავნას! ეს არც ისე ხშირად ხდება, ეს სახელმწიფოს პრინციპული პოზიციის და თავდაუზოგავი შრომის შედეგია!", - წერს კობახიძე.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 5 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ დააკმაყოფილა საქართველოს მთავრობის საჩივარი, რომლითაც იუსტიციის სამინისტრომ ივანე მერაბიშვილის საქმეზე ამავე სასამართლოს ერთ-ერთი პალატის მიერ 2016 წლის 14 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics