2015-03-12 17:18:22, 537 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი ხვალ 2.19 ლარი ეღირება
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით კვლავ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ხვალ, 1 დოლარი 2.1908 ლარი ეღირება. დღეს კი, 1 დოლარის შეძენა 2.18 ლარად არის შესაძლებელი.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაშიც გაუფასურდა.
ოფიციალური კურსით, ხვალ, 1 ევრო 2.32 ლარი ეღირება. დღეს კი, 1 ევროს შეძენა 2.30 ლარად არის შესაძლებელი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან