11:32 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 19:52:25, 859 ნახვა

სამხედრო
კაპანაძე - მყვინთავებს, რომლებიც გონიოში წვრთნებს ახორციელებდნენ, ინსტრუქტორის სერთიფიკატები აქვთ

მყვინთავებს, რომლებიც გონიოში სამხედრო წვრთნებს ახორციელებდნენ, ინსტრუქტორის სერთიფიკატები აქვთ, - ამის შესახებ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, მოკვლევის საგანია, რამდენად ითვალისწინებდა სერთიფიკატი იმ კონკრეტული მეცადინეობის ჩატარებას, რასაც ორი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

„მოკვლევა მიმდინარეობს. იმის თქმა, რომ სერთიფიკატები არ ჰქონდათ და არ ჰქონდათ სასწავლო პროგრამები, ეს არ იქნებოდა ზუსტი, ვინაიდან ინსტრუქტორებს გააჩნიათ სერთიფიკატები. იქ არის საკითხები, არსებული სერთიფიკატი რამდენად ითვალისწინებდა კონკრეტული სწავლების თუ მეცადინეობის ჩატარების უფლება-მოვალეობებს. უნდა დადგინდეს, თუ რა სასწავლო დისციპლინები აქვთ გავლილი ამ მყვინთავებს, იმიტომ რომ ყველას აღებული აქვს საერთაშორისო სერთიფიკატი თურქეთში, როგორც ჩემთვის არის ცნობილი“, - განუცხადა კაპანაძემ „რუსთავი 2“-ს.

ცნობისთვის, დღეს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ პირებს, რომლებიც გონიოში წვრთნებს ახორციელებდნენ, ინსტრუქტორის სერთიფიკატი არ გააჩნდათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics