2015-02-18 19:31:01, 653 ნახვა
სამართალი
გიგი უგულავა პატიმრობაში რჩება
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა პატიმრობაში რჩება.
შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
მან გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის თაობაზე, ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
პროცესზე უკანონო შემოსავლების ლეგალიზების საქმეზე განიხილებოდა. საქმე სამ ეპიზოდს აერთიანებს, ეს არის უკანონო შემოსავლების ლეგალიზება, სითი პარკი და წინასაარჩევნოდ მარენულის საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარი ინცინდენტი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან