14:15 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-21 19:09:43, 842 ნახვა

სამართალი
დავაჯარიმებ აუცილებლად – სიუჟეტის გამო, ხაინდრავა TV ფორმულას უჩივის

 ქართული ოცნების პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა ამბობს, რომ ტელეკომპანია ფორმულას მასთან დაკავშირებით მომზადებული სიუჟეტის გამო უჩივლებს. ამის შესახებ ხაინდრავამ 21 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საუბარია 17 იანვარს "შაბათის ფორმულას" ეთერში გასულ სიუჟეტზე, სადაც ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ "2016-2017 წლებში გოგა ხაინდრავას სუს-თან შეთანხმებით ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეები საქართველოში გარკვეული თანხის სანაცვლოდ შემოჰყავდა".

ხაინდრავა ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ "დააბრალო ქართველ კაცს, რომ ფულის სანაცვლოდ 2 000 პაკისტანელი და ინდოელი არალეგალურად შემოიყვანა საქართველოში და ამაში 4 მილიონი აიღო, უნდა იყო კეზერაშვილი ან თარგამაძე".  

მისივე თქმით, ფორმულას დაჯარიმებას მოითხოვს, ასევე შექმნის ფონდს "მედია ფაშიზმის" წინააღმდეგ. 

"მოვითხოვ პასუხს ამ ცილისწამებაზე, სიცრუეზე, გარდა ამისა, ჩამოვაყალიბებთ ფონდს, რომელიც დაიცავს საქართველოს მოქალაქეებს ამ მედია ტერორისგან და მედია ფაშიზმისგან. [...] ამ დღეებში დაიწყებს ეს ფონდი საქმიანობას. [...]

ფორმულას დავაჯარიმებ მე აუცილებლად, თუ საქართველოს სასამართლოში ვერ ვიპოვე სამართალი, საერთაშორისო სასამართლოში ვიპოვი სამართალს. არის პრეცედენტული საქმეები, მაგალითად, ტრამპი BBC-ს წინააღმდეგ, რომელიც საფუძვლად დაედება, დაედო კიდეც ჩემს ამ [სარჩელს]. მე მათ გადავახდევინებ [თანხას] და მთელი ეს ფული შევა ამ ფონდში". - განაცხადა ხაინდრავამ.

ცნობისთვის, ფორმულამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სიუჟეტის გასვლის შემდეგ "შაბათის ფორმულას" წამყვანმა, დავით ქაშიაშვილმა მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო. მუქარის შესახებ განცხადებას გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც და შსს-ს ჩართვისკენ მოიწოდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავადდა
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics