2026-01-15 00:42:12, 718 ნახვა
მსოფლიო
ირანელი დემონსტრანტი, 26 წლის ერფან სოლტანი, რომელსაც დღეს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა, არ მოუკლავთ
ირანელი დემონსტრანტი, 26 წლის ერფან სოლტანი, რომელსაც დღეს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა, არ მოუკლავთ - ეუბნება მისი ოჯახის წევრი Sky News-ს. თუმცა, Sky News წერს, რომ სოლტანის ოჯახის ინფორმაციით, დემონსტრანტის სიკვდილით დასჯის საფრთხე კვლავ ნებისმიერ დროს არსებობს
26 წლის ახალგაზრდა გასულ ხუთშაბათს დააკავეს. ნორვეგიული უფლებადამცველი ორგანიზაცია Hengaw იტყობინებოდა, რომ იგი ყეზელ-ჰესარის ციხეშია
დონალდ ტრამპმა საჯაროდ მიმართა ირანს, რომ „ძალიან მკაცრ ზომებს“ მიიღებდა და „ჯოჯოხეთურ ფასს გადაახდევინებდა“, თუ თეირანის რეჟიმი მომიტინგეების სიკვდილით დასჯას გააგრძელებდა
ავტორი: ექსპრესნიუსი,