02:20 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-30 12:26:46, 5558 ნახვა

მსოფლიო
სამხედრო წვრთნების ფარგლებში, ჩინეთმა ტაივანის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

სამხედრო წვრთნების ფარგლებში, ჩინეთმა ტაივანის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ჩინეთის სამხედრო წვრთნები ბოლო პერიოდის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია. წვრთნების მეორე დღეს ჩინეთმა ბომბდამშენებთან და სამხედრო გემებთან ერთად, ახალი უნივერსალური სადესანტო ხომალდები განალაგა.

მედიის ცნობით, ჩინეთმა წვრთნები ტაივანის გარშემო 5 ზონაში ჩაატარა.

„როიტერის“ ინფორმაციით, „სამართლიანობის მისია 2025“-ის სახელით ცნობილი წვრთნები აშშ-ის მიერ ტაივანისთვის რეკორდული 11.1 მილიარდი დოლარის იარაღის პაკეტის გამოცხადებიდან 11 დღის შემდეგ დაიწყო.

ტაივანის პრეზიდენტმა, ლაი ჩინ ტემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ ჩინეთის წვრთნები „არ შეესაბამება პასუხისმგებლიანი დიდი სახელმწიფოსგან მოსალოდნელ ქცევას“. მისი თქმით, ტაიბეი სიტუაციის ესკალაციას არ ცდილობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics