03:07 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-18 11:25:15, 635 ნახვა

სამართალი
შსს დაკარგულ პიროვნებას ეძებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 1996 წელს დაბადებულ ილია კონსტანტინეს ძე ნიჟარაძეს ეძებს.

„უგზო-უკვლოდ დაკარგული პირი თბილისში, ვარკეთილის მე-3 მ/რ-ის N343 კორპუსის ბინა N52-ში მცხოვრები ახალგაზრდაა. იგი 2015 წლის 12 თებერვალს სახლიდან გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა.

ილია ნიჟარაძის აღწერილობა: საშუალო აღნაგობის, ღია ფერის კანით, სიმაღლე - 170 სმ, აქვს თაფლისფერი თვალები, საშუალო ზომის წარბები და სწორი ცხვირი.

ტანთ ეცვა: ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, ნაცრისფერი, ყვითელზოლიანი სპორტული ფეხსაცმელი, კაპიშონიანი მწვანე მაისური და შავი ფერის ქურთუკი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის სამძებრო ღონისძიება. სამართალდამცველები 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ ილია ნიჟარაძის სამძებრო მოქმედებებს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს, როგორც ეკიპაჟების, ასევე მეტროპოლიტენის პატრულის თანამშრომლებს, ყოველდღიურად მიეწოდებათ ინფორმაცია დაკარგული პირის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით, ინფორმირებულია კრიმინალური პოლიციის ყველა დანაყოფი, ყოველდღიურად მოწმდება როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შესული ინფორმაციები. სამართალდამცველების მიერ მიმდინარეობს გარე სათვალთვალო კამერებიდან ვიდეომასალის ამოღება და გაშიფვრა.

თუ ვინმეს გაგაჩნიათ ინფორმაცია დაკარგული ილია ნიჟარაძის შესახებ, დაგვიკავშირდით ნომრებზე: 577 53 94 60; 597 74 78 16; (032) 2 41 31 32“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics