2025-09-17 10:54:41, 2124 ნახვა
მსოფლიო
ფონ დერ ლაიენი ტრამპთან საუბრის შემდეგ სანქციების მე-19 პაკეტს აანონსებს
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან, „კარგი სატელეფონო საუბარი“ ჰქონდა. მისი თქმით, მალე წარადგენს სანქციების მე-19 პაკეტს, რომელიც მიზანში ამოიღებს რუსეთის კრიპტოსექტორს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და ენერგეტიკას.
„რუსეთის ომის ეკონომიკა, რომელიც წიაღისეული საწვავის შემოსავლებით ინარჩუნებს სიცოცხლეს, უკრაინაში სისხლისღვრას აფინანსებს. ამიტომ, ევროკომისია რუსული საწვავის იმპორტის სწრაფად შეწყვეტას შესთავაზებს“, — აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,