00:22 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-16 08:18:51, 2413 ნახვა

მსოფლიო
ისრაელმა ქალაქ ღაზაზე სახმელეთო შეტევა დაიწყო

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ქალაქ ღაზას ოკუპაციის მიზნით სახმელეთო შეტევა დაიწყო. Axios-ის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობა აცხადებს, რომ ოპერაციის მიზანი „ჰამასის“ ამოძირკვაა.

გამოცემა წერს, რომ შეტევა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და ნეთანიაჰუს კაბინეტის მაღალჩინოსან წევრებს შორის გამართული შეხვედრიდან რამდენიმე საათში დაიწყო.

„უნდა გვახსოვდეს, ვისთან გვაქვს საქმე — ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება ძალადობასა და ბარბაროსობას მიუძღვნეს. რამდენადაც არ უნდა გვინდოდეს, რომ არსებობდეს ამის დასრულების მშვიდობიანი, დიპლომატიური გზა, ასევე უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ეს შესაძლოა, არ მოხდეს“, — აღნიშნა რუბიომ.

Axios-თან საუბარში ორმა ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ რუბიომ ნეთანიაჰუს უთხრა, ტრამპის ადმინისტრაცია მხარს უჭერს სახმელეთო ოპერაციას, თუმცა სურს, რომ ის სწრაფად განხორციელდეს და რაც შეიძლება მალე დასრულდეს.

„რუბიოს სახმელეთო ოპერაციისთვის ხელი არ შეუშლია“, — განაცხადა ერთ-ერთმა ისრაელელმა მაღალჩინოსანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics