2025-09-12 11:05:09, 1114 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ს სენატში წარადგინეს კანონპროექტი რუსეთის ტერორიზმის სპონსორად აღიარების შესახებ
აშშ-ს სენატში წარადგინეს კანონპროექტი რუსეთის ტერორიზმის სპონსორად აღიარების შესახებ
სენატორებმა ლინდსი გრემმა, რიჩარდ ბლუმენტალმა და მათმა კოლეგებმა კონგრესში ახალი კანონპროექტი წარმოადგინეს, რომლის მიზანიც რუსეთის მიმართ ზეწოლის გაძლიერებაა.
ინიციატივის მიხედვით, რუსეთი და ბელარუსი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოებად გამოცხადდებიან იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ დააბრუნებენ ომში დაკავებულ 19 000-ზე მეტ უკრაინელ ბავშვს.
„ამ სიაში მოხვედრა რთულია. მაგრამ ერთს გეტყვით — რუსეთმა ეს ადგილი ნამდვილად დაიმსახურა,“ – განაცხადა გრემმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,