02:01 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-10 13:02:10, 1138 ნახვა

მსოფლიო
NATO არ აფასებს პოლონეთში დრონების შეფრენას ალიანსზე თავდასხმად - Reuters

ნატო არ თვლის, რომ პოლონეთზე რუსული დრონები განზრახ თავდასხმა მოხდა, განუცხადა ალიანსის წყარომ „როიტერსს“, თუმცა საწყისი ნიშნები ექვსიდან ათამდე დრონის მიერ განზრახ შეჭრაზე მიუთითებენ.

„ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ნატოს თვითმფრინავები მოკავშირეთა საჰაერო სივრცისთვის პოტენციურ საფრთხეს წააწყდნენ“, - თქვა მან და დასძინა, რომ რეგიონში მყოფმა ნატოს „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დრონები რადარებით აღმოაჩინეს, მაგრამ ისინი არ ჩამოუგდიათ. მისი თქმით, ღამის ოპერაციაში მონაწილეობდნენ პოლონური F-16 გამანადგურებლები, ჰოლანდიური F-35-ები, იტალიური AWACS სათვალთვალო თვითმფრინავები და ნატოს მიერ ერთობლივად მართული „ჰაერი-ჰაერი“ ტიპის საწვავის შევსების თვითმფრინავები.

პოლონეთი ნატოს სთხოვს, აამოქმედოს ალიანსის წესდების მე-4 მუხლი, რომელიც მოკავშირეებთან ფორმალურ კონსულტაციებს ეხება, განაცხადა ტუსკმა. ამ საკითხზე ის ქვეყნის პრეზიდენტს, კაროლ ნავროცკის, დაეთანხმა.

მუხლის თანახმად, „მხარეები ერთობლივ კონსულტაციებს გამართავენ ყოველთვის, როდესაც რომელიმე მხარის აზრით, საფრთხე დაემუქრება რომელიმე მხარის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას“. 1949 წელს ნატოს შექმნიდან მე-4 მუხლი მხოლოდ შვიდჯერ იქნა გამოყენებული, ბოლოს 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმისთანავე, იხსენებს The Guardian.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics