02:01 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-09 18:14:29, 855 ნახვა

მსოფლიო
ისრაელმა კატარის დედაქალაქს დაარტყა და ჰამასის ორი ლიდერი მოკლა

სამშაბათს, 9 სექტემბერს, ისრაელის ძალებმა კატარის დედაქალაქ დოჰას დაარტყეს. ისრაელის არმიის რადიოს ცნობით, თავდასხმა ჰამასის წევრების წინააღმდეგ იყო მიმართული. ისრაელის „არხი 12“-ის ცნობით, ოპერაციის მთავარი სამიზნე ხალილ ალ-ჰაია იყო, ჰამასის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი ღაზაში. „ალ ჰადათი“ იტყობინება, რომ დაჯგუფების საზღვარგარეთის ოფისის ხელმძღვანელი და პოლიტბიუროს სამი წევრი, მათ შორის თავმჯდომარე ხალედ მეშალი, ასევე იმყოფებოდნენ დარტყმის ქვეშ მყოფ შენობაში.

კატარის „ალ ჯაზირა“, მოძრაობაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ თავდასხმა ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების მონაწილეების წინააღმდეგ იყო მიმართული.

„როიტერი“, ისრაელის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ თელ-ავივმა დაგეგმილი ოპერაციის შესახებ შეერთებულ შტატებს წინასწარ აცნობა. ისრაელის „არხი 9“-ის ცნობით, ოპერაციას „ცეცხლის პიკი“ ეწოდა და მას პირადად აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამტკიცებდა.

გაზეთი „ისრაელ ჰაიომი“ ირწმუნება, რომ კატარის ხელისუფლებასაც აცნობეს და რომ დარტყმამდე მიღებული იქნა ზომები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მინიმიზაციისთვის.

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაგმო ისრაელის ქმედებები და განაცხადა, რომ დარტყმა „საცხოვრებელ შენობებზე“ განხორციელდა. „ეს კრიმინალური თავდასხმა ყველა საერთაშორისო კანონისა და ნორმის აშკარა დარღვევაა და სერიოზულ საფრთხეს უქმნის კატარელი მოსახლეობის უსაფრთხოებას“, - ნათქვამია სამინისტროს სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics