22:56 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-21 10:46:36, 2637 ნახვა

მსოფლიო
ლინდსი გრემი - პუტინო, შენი დრო მოდის!

პუტინო, შენი დრო მოდის, ტრამპი დაუწესებს ტარიფებს იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ: ჩინეთს, ინდოეთსა და ბრაზილიას, – ამის შესახებ აშშ-ის სენატორმა, ლინდსი გრემმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

გრემის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 100%-იან ტარიფს დაუწესებს იმ ქვეყნებს, რომლებიც პუტინს ეხმარებიან.

„პუტინს ყოფილი საბჭოთა კავშირის, რუსეთის იმპერიის ხელახლა შექმნა სურს. მას სურს ისეთი ქვეყნების დაპყრობა, რომლებიც მისი არ არის. პუტინი არ გაჩერდება იქამდე, ვიდრე მას არ აიძულებენ, რომ გაჩერდეს. პუტინო, შენი დრო მოდის. დონალდ ტრამპი ამერიკული პოლიტიკისა და საგარეო დიპლომატიის სკოტი შეფლერია და მალე სერიოზულ დარტყმას მოგაყენებს. ტრამპი დაუწესებს ტარიფებს იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ: ჩინეთს, ინდოეთსა და ბრაზილიას. ამ სამმა ქვეყანამ შეიძინა რუსული იაფი ნავთობის დაახლოებით 80%, რაც რუსულ სამხედრო მანქანას ამუშავებს. ამიტომ პრეზიდენტი ტრამპი დაუწესებს 100%-იან ტარიფს ყველა ამ ქვეყანას, რათა დასაჯოს ისინი პუტინის დახმარებისთვის. პუტინი გადაიტანს ამ სანქციებს, მას არ ადარდებს რუსი ჯარისკაცები, მაგრამ ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია ახლა არჩევანის წინაშე დგანან, აირჩიონ ამერიკის ეკონომიკა თუ პუტინის დახმარება. ახლა მათ ამერიკის ეკონომიკის არჩევა მოუწევთ“, – განაცხადა გრემმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics