21:18 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-02 13:21:10, 1100 ნახვა

მსოფლიო
გერმანია რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ დამატებით ზომებს იღებს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 1-ელ ივლისს განაცხადა, რომ გერმანია დამატებით ზომებს იღებს, რათა ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვის რეგიონებში მოქმედ რუსეთის ე.წ. "ჩრდილოვან ფლოტს" გაუმკლავდეს. 

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა 2022 წელს რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალა, ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტი შესამჩნევად გაიზარდა, რამაც, როგორც Politico წერს, კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის წარმოების გაგრძელებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, 1-ელი ივლისიდან გერმანიის ხელისუფლებამ ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვაში მცურავი ნავთობმზიდი ტანკერების დაკითხვა დაიწყო მათი დაზღვევის შესახებ, რომელიც ნავთობით დაბინძურებისგან გამოწვეულ ზიანს ფარავს.

უწყების ცნობით, ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" ტანკერების დაზღვევა ხშირად გაურკვეველია, რადგან ისინი სანდო სადაზღვევო კომპანიებსა და ევროპულ პორტებს თავს არიდებენ. 

"ჩვენი მიზანი ძალზე მკაფიოა: ჩვენ ვზრდით წნეხს რუსეთის ჩრდილოვან ფლოტზე და ვიცავთ ბალტიის ზღვას," განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics