03:59 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-28 17:44:55, 774 ნახვა

მსოფლიო
გერმანიამ რუსული სადაზვერვო თვითმფრინავის შესაჩერებლად გამანადგურებლები გაუშვა

გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, 27 ივნისს გერმანიის საჰაერო ძალების გამანადგურებლები რუსეთის სადაზვერვო თვითმფრინავის შესაჩერებლად ბალტიის ზღვის თავზე აფრინდნენ.

გამოცემის ცნობით, რუსეთის IL-20M ტიპის თვითმფრინავი კალინინგრადიდან წინასწარ წარდგენილი ფრენის გეგმის გარეშე აფრინდა და დასავლეთით, პოლონეთისა და გერმანიის მიმართულებით გაემართა.

რუსული თვითმფრინავი NATO-ს რადარების სისტემამ დააფიქსირა, რის შემდეგაც NATO-მ გერმანიის ბუნდესვერის სწრაფი რეაგირების ჯგუფს (QRA – Quick Reaction Alert)  ინციდენტის შესახებ აცნობა.

გერმანიამ რუსული IL-20M-ის შესაჩერებლად ორი Eurofighter-ის ტიპის გამანადგურებელი გაუშვა.

გერმანიის სანაპიროდან დაახლოებით 100 კილომეტრის მოშორებით, Eurofighter-ებმა ვიზუალური კონტაქტი დაამყარეს და რუსულ თვითმფრინავს ფოტოები გადაუღეს, მიუხედავად ამისა სადაზვერვო საჰაერო ხომალდმა კურსი არ შეცვალა.

რუსულმა თვითმფრინავმა კურსი მხოლოდ მას შემდეგ შეცვალა, რაც დაახლოებით 40 კილომეტრით მიუახლოვდა უსედომის კუნძულს.

Ukrainska Pravda-ს ცნობით, გერმანიის საჰაერო სივრცე არ დარღვეულა.

11:10 საათზე გერმანული Eurofighter-ები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ ლაგეს ბაზაზე. 

მიმდინარე წელს ეს მეცხრე ანალოგიური ოპერაცია იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics