08:39 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-27 13:13:20, 816 ნახვა

მსოფლიო
ვიქტორ ორბანი - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შევაჩერეთ

VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შევაჩერეთ, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

მისი თქმით, საჯარო კონსულტაცია VOKS 2025-ში 2 მილიონზე მეტმა ხმამ უნგრეთის მთავრობას დემოკრატიული მანდატი მიანიჭა, წინააღმდეგობა გაუწიოს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები წევრ სახელმწიფოებს შორის მხოლოდ ერთხმად შეიძლება გაგრძელდეს.

„ჩვენ არ დავთანხმდით. თუ ომში მყოფ ქვეყანას მივიღებთ, რუსეთთან ომში ჩაგვითრევენ“, - აღნიშნა ორბანმა.

შეგახსენებთ, ხუთშაბათს უნგრეთის მთავრობამ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქვეყანაში ჩატარებული საჯარო კონსულტაციის საბოლოო შედეგები გამოაცხადა, რომლის თანახმადაც, ამომრჩეველთა 95%-მა ხმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ მისცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics