10:31 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-18 10:11:09, 376 ნახვა

მსოფლიო
იერუსალიმში აშშ-ის საელჩო სამი დღით იხურება

ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტის გამწვავების გამო, ოთხშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დაიხურება, - CNN-ის ცნობით, ამის შესახებ საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

„არსებული უსაფრთხოების ვითარებისა და ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტის შედეგად, აშშ-ის საელჩომ აშშ-ის მთავრობის ყველა თანამშრომელს და მათი ოჯახის წევრებს მითითება მისცა, რომ შემდგომ შეტყობინებამდე საკუთარ საცხოვრებელ სახლებში და მათ მახლობლად მდებარე თავშესაფრის ადგილებში დარჩნენ“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საელჩოს განმარტებით, იერუსალიმში მდებარე საელჩოსთან ერთად, პარასკევამდე დაიხურება თელ-ავივის საკონსულო სამსახურებიც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics