|
2025-06-17 19:27:09, 750 ნახვა
მსოფლიო
ისრაელი ტურისტებს ქვეყნის დასატოვებლად სპეციალური ფრენებით დაეხმარება
ისრაელი ტურისტებს ქვეყნის დასატოვებლად სპეციალური ფრენებით დაეხმარება. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის ტურიზმის სამინისტრო ავრცელებს. განცხადების თანახმად, ისრაელის ტურიზმის სამინისტრო ქვეყანაში მყოფ ტურისტებს სპეციალურად კოორდინირებული ფრენებისთვის რეგისტრაციაში დაეხმარება მას შემდეგ, რაც შესაძლებელი გახდება. ამისთვის, ისრაელის ტურიზმის სამინისტრომ სპეციალური ციფრული სარეგისტრაციო ფორმა შექმნა, რომელიც სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებით მიეწოდება ტურიზმის ორგანიზატორებს, სასტუმროებს, გიდებს და ტურისტული ინდუსტრიის სხვა აქტორებს. მათი ცნობით, ამჟამად ისრაელში 38 000 ტურისტი იმყოფება. ტურიზმის სამინისტროს ცნობით, ისინი სიას შეადგენენ და, შემდგომ, ეროვნული უშიშროების საბჭოსა და ტრანსპორტის სამინისტროს გადასცემენ, რათა ტურისტების ქვეყნიდან წასვლის ხელშესაწყობად ავიახაზებთან კოორდინაცია შედგეს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)