|
2025-06-17 15:33:33, 645 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი - აიათოლა ალი ხამენეის ვაფრთხილებ, გაიხსენოს, რა ბედი ეწია სადამ ჰუსეინს
აიათოლა ალი ხამენეის ვაფრთხილებ, გაიხსენოს, რა ბედი ეწია სადამ ჰუსეინს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა. „ვაფრთხილებ ირანელ დიქტატორს (აიათოლა ალი ხამენეი), რომ ომის დანაშაულების ჩადენა და ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რაკეტების გაშვება არ გააგრძელოს. კარგი იქნება, თუ გაიხსენებს ირანის მეზობელი ქვეყნის დიქტატორის (სადამ ჰუსეინი) ბედს, რომელმაც ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ იგივე გზა აირჩია“, - განაცხადა ისრაელ კაცმა. ამასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები თეირანში სამიზნე ობიექტებზე დარტყმებს გააგრძელებს. „მოვუწოდებ თეირანის მოსახლეობას, რომ საკუთარი უსაფრთხოების მიზნით ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის მითითებების შესაბამისად ტერიტორიები დატოვონ“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)