12:02 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-17 14:00:16, 687 ნახვა

მსოფლიო
Reuters - ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრთან ისრაელის ტანკების მიერ გახსნილ ცეცხლს 51 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრთან ისრაელის ტანკების მიერ გახსნილ ცეცხლს 51 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, ისრაელის ტანკებმა ხან იუნისში ცეცხლი მაშინ გახსნეს, როდესაც ადგილობრივები ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანებს ელოდებოდნენ.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 51 ადამიანი დაიღუპა და 200 დაშავდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებს შემთხვევის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics