10:31 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-17 12:50:35, 751 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - ირანმა ბირთვულ იარაღზე უარი უნდა თქვას

მსურს, ირანთან ბირთვულ პრობლემას რეალური დასასრული ჰქონდეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადის დატოვების შემდეგ საპრეზიდენტო თვითმფრინავში ჟურნალისტებს განუცხადა.

„არ მითქვამს, რომ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მოლოდინი მქონდა. რეალური დასასრულის მიღწევა მსურს და ირანმა ბირთვულ იარაღზე უარი უნდა თქვას“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ისრაელი ირანის წინააღმდეგ საჰაერო იერიშების ტემპს არ შეანელებს.

„მომდევნო ორი დღის განმავლობაში გაიგებთ. თქვენ ამის შესახებ გაიგებთ. ჯერჯერობით არავინ შენელებულა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, რას ფიქრობს აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის მიერ გაკეთებულ განაცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ირანი ბირთვულ იარაღზე არ მუშაობს, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ ირანი „ბირთვულ იარაღთან ძალიან ახლოს არის“.

„არ მაინტერესებს, რა თქვა მან, ისინი ბირთვული იარაღის ფლობასთან ძალიან ახლოს არიან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics