|
2025-06-17 10:58:56, 602 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 440-ზე მეტი დრონი და 32 რაკეტა გაუშვა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 440-ზე მეტი დრონი და 32 რაკეტა გაუშვა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს. „კიევზე ერთ-ერთი ყველაზე საშინელი თავდასხმა განხორციელდა. ასევე, დღევანდელი ღამის განმავლობაში თავს დაესხნენ ოდესის, ზაპოროჟიეს, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, კიროვოგრადის, ნიკოლაევისა და კიევის ოლქებს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ბოლო მონაცემებით, რუსეთის იერიშების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 75 დაშავდა. „მსგავსი თავდასხმები აშკარა ტერორიზმია და მთელმა მსოფლიომ, აშშ-მა და ევროპამ ამას ისე უნდა უპასუხონ, როგორც მთელი ცივილიზებული სამყარო პასუხობს ტერორისტებს. პუტინი ამას აკეთებს მხოლოდ იმიტომ რომ მას ომის გაგრძელება შეუძლია. მას სურს, რომ ომი გაგრძელდეს. არასწორია, როდესაც მსოფლიოს ძლიერი სახელმწიფოები ამაზე თვალს ხუჭავენ. ტკივილი ტერორისტებმა უნდა იგრძნონ და არა უდანაშაულო მშვიდობიანმა ხალხმა“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)