|
2025-06-10 18:30:54, 1073 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის წინააღმდეგ EU-ს მე-18 სანქციების პაკეტი ენერგოსექტორსა და ბანკებს შეეხება
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 10 ივნისს განაცხადა, რომ ევროკომისიამ უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთის წინააღმდეგ მე-18 სანქციების პაკეტი წარადგინა, რომელიც ენერგეტიკის სფეროდან მოსკოვის შემოსავლებისა და სამხედრო ინდუსტრიის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ახალი სანქციების პაკეტი რუსეთის Nord Stream-ის მილსადენთან მიმართებით გადარიცხვებისა და სანქციებისგან თავის არიდებაში ჩართული ბანკების აკრძალვასაც მოიცავს. ამასთანავე, ევროკომისია გამოდის წინადადებით, რომ "დიდი შვიდეულის" მიერ დაწესებული ზღვარი რუსულ ნედლ ნავთობზე ბარელზე $60-დან ბარელზე $45-მდე შემცირდეს. "რუსეთი მიზანი მშვიდობა არ არის, არამედ ძლიერის მმართველობის დამყარებაა... ძალა ერთადერთი ენაა, რომელსაც რუსეთი გაიგებს," - თქვა ლაიენმა პრესკონფერენციაზე.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)