|
2025-06-08 13:42:46, 899 ნახვა
მსოფლიო
ლოს ანჯელესში საიმიგრაციო აღსრულების ოპერაციების გამო დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის ორი ათასი წევრის განთავსების განკარგულება გასცა მას შემდეგ, რაც საიმიგრაციო აღსრულების ოპერაციების გამო დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, „პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დადგენილებას ორი ათასი გვარდიელის განთავსების შესახებ, რათა აღმოფხვრას უკანონობა კალიფორნიაში“, ვინაიდან შტატში გრძელდება დემონსტრაციები საიმიგრაციო აღსრულების ოპერაციების წინააღმდეგ. „ბოლო დღეებში ძალადობრივი ჯგუფები თავს ესხმოდნენ საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის ოფიცრებს და ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების აგენტებს, რომლებიც კალიფორნიაში, ლოს ანჯელესში ძირითად სადეპორტაციო ოპერაციებს ასრულებდნენ. ეს ოპერაციები არსებითია შეერთებულ შტატებში არალეგალი კრიმინალების შემოჭრის შესაჩერებლად. ამ ძალადობის ფონზე კალიფორნიის უგუნურმა დემოკრატმა ლიდერებმა სრულად თქვეს უარი მოქალაქეების დაცვის პასუხისმგებლობაზე. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა საპრეზიდენტო მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც 2000 ეროვნული გვარდიელი განლაგდება უკანონობასთან საბრძოლველად, რომლის გაღვივებაც იქნა დაშვებული“, – თქვა თეთრი სახლის პრესსპიკერის კეროლაინ ლევიტმა. ტრამპის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე პროტესტი წარმოადგენს „ამბოხების“ ფორმას შეერთებული შტატის მთავრობის უფლებამოსილების წინააღმდეგ. თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მისი დეპარტამენტი ახორციელებს ეროვნული გვარდიის დაუყოვნებლივ მობილიზებას ლოს ანჯელესში ფედერალური სამართალდამცავი უწყებების მხარდასაჭერად და საჭიროების შემთხვევაში მოხდება დამატებითი ძალების მობილიზება. შეტაკებები საიმიგრაციო სამსახურის ფედერალურ აგენტებსა და დემონსტრანტებს შორის კალიფორნიაში, ორი დღეა, გრძელდება. არეულობა საიმიგრაციო სამსახურის მიერ უსაბუთო მიგრანტების წინააღმდეგ რეიდების ჩატარებას მოჰყვა. შეტაკებები ქალაქ ლოს ანჯელესში, ასევე მიმდებარე დასახლებებში – პარამაუნტსა და კომპტონში მოხდა. დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები და სხვადასხვა ნივთები ესროლეს. აქციის მონაწილეების დასაშლელად გამოიყენეს ცრემლსადენი აირი და რეზინის ხელკეტები. ბოლო ორი დღის განმავლობაში დაკავებულია 118 ადამიანი. ვრცელდება ცნობები დაშავებულების შესახებ. შაბათს, მოგვიანებით ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ქალაქ ლოს ანჯელესში დღეს დემონსტრაციები მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა არეულობა გრძელდება პარამაუნტსა და კომპტონში. თავის მხრივ, კალიფორნიის გუბერნატორმა გააკრიტიკა ტრამპის ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკა. „მთელ კალიფორნიაში მიმდინარე ქაოსური ფედერალური წმენდა თვითნებური დაკავებების კვოტის შესასრულებლად უგუნური და სასტიკია. დონალდ ტრამპის ქაოსი ძირს უთხრის ნდობას, აშორებს ოჯახის წევრებს და საფრთხეს უქმნის მუშებს და ინდუსტრიებს, რომლებიც ასაზრდოებენ ამერიკის ეკონომიკას“, – აღნიშნულია კალიფორნიის გუბერნატორის, გევინ ნიუსამის განცხადებაში.
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)