|
2025-06-04 17:38:33, 1031 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - „ობობის ქსელმა“ დაამტკიცა, რომ ახლა აგრესორი რეალურ დანაკარგებს განიცდის
ოპერაცია „ობობის ქსელმა“ დაამტკიცა, რომ ახლა აგრესორი რეალურ დანაკარგებს განიცდის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს. „უკრაინას ომი არასდროს სურდა, მაგრამ მას სრული უფლება აქვს საკუთარი თავი, თავისი დამოუკიდებლობა და თავისი ხალხი დაიცვას. ჩვენც ზუსტად ამას ვაკეთებთ, ჩვენთვის ხელმისაწვდომი ყველა საშუალებით“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოპერაცია „ობობის ქსელის“ წარმატებით ჩატარებისთვის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრები დააჯილდოვა. „ჩვენი თავდაცვის უფლების ბრწყინვალედ გამოყენებისთვის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებით მადლიერი ვარ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ოპერაცია „ობობის ქსელმა“ დაამტკიცა არის ის, რომ ახლა აგრესორი რეალურ დანაკარგებს განიცდის. ეს სამართლიანობის აღდგენასა და ნამდვილი მშვიდობისკენ ზეწოლას წარმოადგენს“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)