|
2025-06-04 10:08:29, 878 ნახვა
მსოფლიო
ჰაკან ფიდანი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე - ველოდებით, რომ შემდეგი რაუნდი იქნება
უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციები სტამბოლში მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დროს კიდევ ერთ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები სტამბოლში მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის მომზადებულები ჩავიდნენ და შეხვედრა პოზიტიურ ატმოსფეროში წარიმართა. „ჩვენ ველოდებით, რომ შემდეგი რაუნდი იქნება. ორივე მხარე ხედავს, რომ ძალისხმევის გაერთიანებას სარგებელი მოაქვს. მთავარია, არ დავტოვოთ ეს მაგიდა და შევინარჩუნოთ ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის განწყობა“, - აღნიშნა ჰაკან ფიდანმა. მისი თქმით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინს გადასცა შეტყობინება, რომ მზადაა, მათ შორის შეხვედრას უმასპინძლოს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)