13:16 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-02 15:49:03, 778 ნახვა

მსოფლიო
მარკ რუტე - ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებას ალიანსის წევრი ყველა სახელმწიფო დაეთანხმა

ნატო-ს გენერალურმა მდივანი ამბობს, რომ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებას ალიანსის წევრი ყველა სახელმწიფო დაეთანხმა. მარკ რუტემ აღნიშნა, რომ ეს საკითხი არ შეიძლება, იყოს კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი.

„რაც შეეხება უკრაინას, ვაშინგტონში 32-ვე მოკავშირის მხრიდან იყო მკაფიო ვალდებულება – ეს არის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შეუქცევადი გზა. კონკრეტული თარიღის გარეშე, არა სამშვიდობო შეთანხმების ნაწილად, არამედ 32-ვე მოკავშირის მხრიდან გრძელვადიანი ვალდებულების სახით და ჩვენ უკვე ვაშენებთ ამ ხიდს“, – თქვა რუტემ.

ABC News-თან ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ რუსეთის შეშფოთება ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით საფუძვლიანია და მზადაა, განიხილოს.

„ისინი მხოლოდ უკრაინაზე არ საუბრობენ. ისინი საქართველოზე საუბრობენ, ისინი მოლდოვაზეც საუბრობენ. ჩვენ ეს გვესმის და ვეუბნებით მათ, რომ შეგვიძლია განვიხილოთ ნატოს გაფართოების შეჩერება თქვენს საზღვრებამდე. ეს მათი უსაფრთხოების ინტერესია“, – თქვა კელოგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics