2025-06-01 09:59:13, 600 ნახვა
მსოფლიო
პარიზში ხუთ ებრაულ დაწესებულებას მწვანე საღებავი შეასხეს
საფრანგეთის პოლიციის ცნობით, 30 მაისს ღამით პარიზში ხუთ ებრაულ დაწესებულებას მწვანე საღებავი შეასხეს.
დაზიანებულ ობიექტებს შორის ჰოლოკოსტის მუზეუმი, სამი სინაგოგა და ებრაულ უბან ლე მარეში მდებარე რესტორანია.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბრუნო რეტაიომ, პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ "ებრაელი თემის წინააღმდეგ საზიზღარი ქმედებებით" შეძრწუნებულია.
"მოვუწოდებ საფრანგეთის ხელისუფლებას, სწრაფად და მტკიცედ იმოქმედოს, რათა დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცნენ და დაიცვან ებრაული თემი სიძულვილისა და ნებისმიერი სახის თავდასხმისგან". - წერს ისრაელის პრეზიდენტი, იცხაკ ჰერცოგი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,