23:56 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-30 21:11:25, 688 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - ჩინეთმა სრულად დაარღვია ჩვენს შორის დადებული შეთანხმება

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ჩინეთმა აშშ-სთან 11 მაისს დადებული სავაჭრო შეთანხმება სრულად დაარღვია.

,,ორი კვირის წინ ჩინეთი მძიმე ეკონომიკური საფრთხის წინაშე იდგა! ჩემ მიერ დაწესებული ძალიან მაღალი ტარიფები პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიდა ჩინეთისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ევაჭრა, რომელიც მსოფლიოში ნომერ პირველი ბაზარია. ჩვენ ფაქტობრივად ჩინეთთან მიმართებით "ცივ ტაკტიკაზე" გადავედით და ეს მათთვის დამანგრეველი აღმოჩნდა. ბევრმა ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა და ქვეყანაში, რბილად რომ ვთქვათ, სამოქალაქო არეულობა იყო.

ვუყურებდი მოვლენებს და ეს არ მომწონდა არც მათთვის, არც ჩვენთვის. ამიტომ სწრაფად მივაღწიე შეთანხმებას ჩინეთთან, რათა გადამერჩინა ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობისგან, რომელიც, ჩემი აზრით, შეიქმნებოდა და არ მინდოდა მსგავსი რამ მომხდარიყო". - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ტრამპი ასევე წერს, რომ ამ შეთანხმების წყალობით, სიტუაცია სწრაფად დასტაბილურდა და ჩინეთმა ჩვეულებრივ რეჟიმში საქმიანობა განაგრძო.

,,ყველა კმაყოფილი იყო! ეს კარგი ამბავია!!! ცუდი ამბავი კი ის არის, რომ ჩინეთმა, რაც ალბათ ზოგიერთს არც გაუკვირდება, სრულად დაარღვია ჩვენს შორის დადებული შეთანხმება. აი "კარგ ბიჭად" ყოფნის შედეგი". - წერს აშშ-ს პრეზიდენტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics