19:37 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-28 09:49:02, 469 ნახვა

მსოფლიო
კიტ კელოგი - მესამე მსოფლიო ომის შიშის გაღვივება მედვედევის უგუნური კომენტარია

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის განცხადებით, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის მიერ მესამე მსოფლიო ომთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარი უგუნური და სამწუხაროა.

„მესამე მსოფლიო ომის შიშის გაღვივება მედვედევის სამწუხარო, უგუნური კომენტარია, რომელიც მსოფლიო სახელმწიფოს არ შეეფერება. პრეზიდენტი ტრამპი მუშაობს ამ ომის შესაჩერებლად და ხოცვა-ჟლეტის დასასრულებლად. ველოდებით მემორანდუმის მიღებას, რომელსაც ერთი კვირის წინ დაგვპირდით. შეწყვიტეთ ცეცხლი ახლავე“, - წერს კელოგი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მხოლოდ ერთი ნამდვილად ცუდი რამ იცის - მესამე მსოფლიო ომი. "რაც შეეხება ტრამპის სიტყვებს პუტინის „ცეცხლთან თამაშის“ და რუსეთისთვის „ძალიან ცუდი რამის“ შესახებ, მე მხოლოდ ერთი ნამდვილად ცუდი რამ ვიცი - მესამე მსოფლიო ომი. იმედი მაქვს, ტრამპს ეს ესმის!" - აღნიშნა მედვედევმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics