16:00 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-27 15:53:03, 570 ნახვა

მსოფლიო
ფრიდრიხ მერცი - რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებაში, შესაძლოა, უფრო ხანგრძლივი პერიოდისთვის მომზადება მოგვიწიოს

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის ომის სწრაფად დასრულების შესახებ ილუზიები არ აქვს.

„შესაძლოა, უფრო ხანგრძლივი პერიოდისთვის მომზადება მოგვიწიოს. ისტორიის განმავლობაში, კონფლიქტები, როგორც წესი, მაშინ მთავრდებოდა, როდესაც ერთი ან ორივე მხარე გამოფიტული იყო, სამხედრო თუ ეკონომიკური თვალსაზრისით. ცხადია, რომ ამ ომში ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ ამისგან“, - განაცხადა მერცმა ფინეთის პრემიერ-მინისტრ პეტერი ორპოსთან ფინეთის ქალაქ ტურკუში გამართული შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, ომი მხოლოდ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას არ ეხება, ამიტომ კიევის მხარდაჭერა გაგრძელდება.

„1990 წლის შემდეგ რუსეთთან ერთად დამყარებული პოლიტიკური წესრიგი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. გვემუქრებიან და ჩვენ ამისგან თავს ვიცავთ“, - აღნიშნა მერცმა.

მისი თქმით, წარუმატებელი აღმოჩნდა ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოსა და შეერთებული შტატების მიერ ბოლო სამი კვირის განმავლობაში გაწეული ძალისხმევა, ზეწოლა მოეხდინათ რუსეთზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე დათანხმების მიზნით.

“თუმცა, თავიდანვე არ მქონია ილუზია, რომ ეს ძალიან სწრაფად მოხდებოდა“, - განაცხადა მერცმა და დასძინა, რომ ამ დროისთვის რუსეთი ცეცხლის შეწყვეტით დაინტერესებული არ არის.

„ეს ნიშნავს, რომ უკრაინამ უნდა გააგრძელოს თავის დაცვა და ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა, რათა უკრაინამ შეძლოს თავის დაცვა“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics