|
2025-05-25 14:35:05, 750 ნახვა
მსოფლიო
კაია კალასი - ომის შესაჩერებლად რუსეთზე ყველაზე ძლიერი საერთაშორისო ზეწოლა გვჭირდება
წუხანდელი თავდასხმები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთი მიდრეკილია უკრაინისთვის მეტი ტანჯვის მიყენებისა და განადგურებისკენ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, გამანადგურებელია უდანაშაულო მსხვერპლთა შორის ბავშვების ხილვა, რომლებიც დაშავდნენ და დაიღუპნენ. „ჩემი ფიქრები მათ ოჯახებთანაა. ამ ომის შესაჩერებლად რუსეთზე ყველაზე ძლიერი საერთაშორისო ზეწოლა გვჭირდება“, - წერს კალასი. შეგახსენებთ, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაზე განხორციელებული რეკორდული მასშტაბის კომბინირებული თავდასხმის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 60 დაშავდა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინაზე თავდასხმა 367 დრონით და რაკეტით განახორციელეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)